ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს

ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღე.  ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა, მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა.

 „დიდ შაბათს“, დილით ადრე, სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.