“დედოფლობანა” – აღდგომის წინა კვირის ტრადიცია რაჭაში 

ნინო ღოღობერიძის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში ვკითხულობთ:

„რაჭაში აღდგომის წინა კვირას ეწყობოდა „დედოფლობა“, ბავშვები დადიოდნენ სოფლად, ერთ-ერთს დედოფალა ეჭირა ხელში და თან მღეროდნენ შემდეგი შინაარსის სიმღერას:

„დედოფალა კარსა მოდგა, დია უცხო და უვალი
სახლათ ღმერთმა აგაშენოს, მოგცეს დიდი ბარაქა.
სახლო სალხინოთ დადმულო, დერეფან ჩამოხატულო,
დედოფალა არა სჭამს მარტო კვერცხის გულის მეტსა,
ალათასა ბლათასა, ხელი ჩაყავ კალათასა,
თუ ორი კვერცხი არ იყოს, ერთი მაინც ჩქარათასა“.

მათ აძლევენ კვერცხებს, რომლებსაც, „დედოფლობის“ მონაწილენი იყოფენ თანაბრად. დედოფალა ღებულობს თავის წილს.  ამრიგად, დედოფალას პატრონს ორი წილი ერგებოდა ხოლმე”

ეთნოგრაფიული ჩანაწერები – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის, დღეს თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის საარქივო მასალაა. მასალები ასევე შესულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გამოცემულ წიგნში: „თბილისის სათამაშროებისა და თოჯინების მუზეუმი“.

 

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.