ახალი ამბები დიასპორები ინტერვიუ სლაიდერი

“ვინც აქ ვცხოვრობთ ერთმანეთს ვუფრთხილდებით…”

ფლორიდის შტატი  სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში მდებარეობს და ის ხუან პონსე დე ლეონმა  ვნების კვირას აღმოაჩინა (ესპანურად Pascua Florida), სახელიც აქედან შეერქვა. ფლორიდას მზის ნათების შტატსაც უწოდებენ. ამ შტატში არის ქალაქი  სენტ – პიტერსბურგი, სადაც საკმაოდ ცოტა ქართველი ცხოვრობს. მათ შორისაა მაია გაგუა თავის ოჯახთან ერთად, რომელთაც მომავალში უფრო ახლოს გაგაცნობთ, დღეს კი, სიმბოლურად, ვნების კვირაში  სწორედ  ფლორიდიდან  მოგვითხრობს  მაია რა მდგომარეობაა დღეს ამერიკაში.

„ – მაია, დღეს ამერიკა, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის ცენტრია, ყველაზე მეტი დაინფიცირებული და ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს. კონკრეტულად ფლორიდაში, თქვენს ქალაქში რა სიტუაციაა?

– ჩვენთან, შეიძლება ითქვას, არაა ცუდი სიტუაცია, აქ თაუნებია, ისე, როგორც თბილისშია რაიონები. ჩვენი თაუნია ფინელას პარკი, აქ მხოლოდ 14 ხანდაზმული გარდაიცვალა, რომელთაც  თანმდევი სხვა დაავადებები ჰქონდათ…. როგორც ხვდებით ჩვენთან საგანგაშო სიტუაცი არ არის. სანაპიროები ჩაკეტილია.

თავიდან როგორ მოხდა იცი? – პირველად, როდესაც  ვირუსი  იტალიაში, ესპანეთში და ა.შ, გავრცელდა, ადამიანებმა სერიოზულად არ აღიქვეს, მაგრამ როგორც კი ნიუ – იორკში დაფიქსირდა პირველი შემთხვევები, ჩვენმა შტატმა სანაპიროები დაკეტა. ეს დაახლოებით 5 კვირის წინ მოხდა. სანაპიროები  ორშაბათ უნდა დაკეტილიყო, მაგრამ რომ შეხედეს, რომ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, პარასკევს საღამოს ტელეფონზე ყველამ მივიღეთ მესიჯი, რომ დღეიდან სანაპიროები დაკეტილია. ეს უცებ, ძალიან სწრაფად მოხდა, თორემ, სანაპიროები რომ არ დაკეტილიყო, ძალიან ცუდი შედეგი იქნებოდა.

– სანაპიროზე ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, თუ ტურისტები?

– ჩვენ  სანაპირო ზოლი ვართ, ოკეანესთან ძალიან ახლოს, ამიტომ უფრო მეტი ტურისტი იყო კანადიდან, პოლონეთიდან…  ჩვენს ლოკალ ნიუსებში ისიც კი თქვეს, რომ სანაპიროზე, 80 % მეტი ტურისტი იყო. სანაპიროები ისე გადაკეტეს, რომ ახლოსაც ვერ მიხვიდოდი წყალთან.  ამავდროულად დაიკეტა მაღაზიები, ღიაა მარტო  სურსათის მაღაზიები , აფთიაქები…

– ალბათ რიგებია…

– ახლა დავბრუნდი მაღაზიიდან. იცით როგორ არის, ძალიან დიდი რიგები არაა, მაღაზიის ერთი ნაწილი დაკეტილია, შედიხარ, ხაზში დგები, რა თქმა უნდა ხელთათმანები და ნიღაბი ყველას გვიკეთია. იქ დგას ადამიანი, რომელიც გაძლევს ატიბაქტერიულ ხელსახოცს, რათა   შენი კალათა კარგად გაწმინდო, იქვე ურნაა, სადაც  ნახმარ ხელსახოცს ჩააგდებ. ეს ხდება მაღაზიაში შესვლამდე. რაც შეეხება პროდუქტებს – ყველაზე დიდი პრობლემაა ტუალეტის ქაღალდი, თუმცა როცა არის და ყიდულობ ყველაფერზე ლიმიტია დაწესებულია, ნებისმიერ პროდუქტზე…

– თქვენთან ბევრი ქართველი ცხოვრობს? და თუ იცი როგორ მდგომარეობაში არიან ისინი?

– არა, ბევრი ქართველი არაა, დაახლოებით 10 ოჯახი იქნება და უკვე დიდი ხანია აქ ცხოვრობენ. გუშინ ჩამოსული და ქუჩაში დარჩენილი ჩვენ არ გვყავს. ვინც აქ ვცხოვრობთ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, სახლიდან არ გავდივართ, ერთმანეთს ტელეფონით ვკითხულობთ.  ზოგადად, ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს. ასეთი ბევრი ორგანიზაციაც არის. ხშირად მესიჯები მოგდის, სადაც გწერენ, რომ აქ ეს იყიდება და თუ გჭირდება დარეკე ტელეფონზე…  მე ამერიკელი ხალხი ძალიან მიყვარს, ამათგან აგრესია არასდროს მიგრძვნია, სულ გესალმებიან, სულ გიცინიან, ახლაც, მაღაზიაში უცხო ადამიანი გეკითხება როგორ ხარ, დაიცავი თავი – Be save… იმედია ყველაფერი მალე და კარგად დასრულდება.“

სხვა სიახლეები

“ვირუსს რომ ეროვნება არ აქვს, ერთმანეთისთვის ამის შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეს” – ანანო ლებანიძის ბლოგი

Editor

უკრაინული “ვოისის” ქართველმა გამარჯვებულმა ქარელის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო აქცია მოაწყო

Editor

“ჭირსა შიგან გამაგრება” ანუ სოლიდარობამ რა ჰქმნა (10 ამბავი) – ბლოგი

Editor

ფილმ „შინდისის“ რეჟისორმა ჰოლივუდში ჯილდო მიიღო

Editor

პარაოლიმპიელმა მოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა უნგრეთის მსოფლიო თასზე ბრინჯაო მოიპოვა

Editor

როგორ მოხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთ ფილმში და რატომ ალაპარაკდა მათ რომანზე იტალიური პრესა

Editor