უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთათვის დახმარების გაწევის ზოგადი კრიტერიუმები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ხელს უწყობენ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში გამომგზავრებამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ ადგილზე უზრუნველყოფენ – საცხოვრებელით, პირველადი მოხმარების საგნებით, საკვებითა და სხვა აუცილებელი დახმარებით.

საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში გამომგზავრებას, განსაზღვრულია დახმარების გაწევის ზოგადი კრიტერიუმები და ის ძირითადი პრიორიტეტები, რითიც ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები