საქართველოს საელჩოს ჩინეთში საქვემლოქმედო ორაგიზაციის მიერ შეგროვებული სამედიცინო საშუალებები გადაეცა

15 აპრილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია შეხვდა ჩინეთში გამართული საქველმოქმედო აქციის “ძალა ერთობაშია“-ს ორგანიზატორს, ალბერტ სანაიას. აქციის ინიციატორმა საელჩოს ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და ჩინელი მეგობრების ერთობლივი ძალისხმევით, შეძენილი და შემოწირული სამედიცინო საშუალებები გადასცა – 11 ათასი პირბადე, 7 ათასი წყვილი ხელთათმანი, 200 დამცავი სათვალე, 200 ცალი სამედიცინო ხსნარი 50 უკონტაქტო თერმომეტრი.

აღნიშნული ტვირთის თბილისში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს დიპლომატიური მისია.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები