ილია ჭავჭავაძის წერილი პეტერბურგიდან ოლღა გურამიშვილს  

„არ ვიცი, დღეს რა მაოხუნჯებს, თითქოს ჯიბეში მილიონი მქონდეს.
შენმა წიგნმა თუ მასიამოვნა? ვაი მილიონერებს, რო, ფული ბევრი აქვთ და გრძნობა კი ცოტა. ორივ ერთად, რომ იყოს, მეტის მეტია.
ამით ვინუგეშოთ და დავსდუმდეთ
ფულიანს უკეთურებას ჰსჯობს უფულო ღირსება.

ძალიან მოლექსეობა დავიწყე შენთან, ჩემო კარგო ოლიკო!
ამით იცოდე, რომ შენთან ლაპარაკი ყოველს სევდიანობას გულიდამ მაშორებს და მამხიარულებს…”

შენი საუკუნოდ ილია ჭავჭავაძე.
1873 წელი, პეტერბურგი.

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.