რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სახელმწიფო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში გამომგზავრებას.

“ჩვენ გარკვეული კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების კუთხით და ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნულ პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ პირველ რიგში მოქალაქეებს, რომლებიც:

• ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთს და დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს გამომგზავრება;

• ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები;

• ორსული ქალბატონები;

• ხანდაზმული პირები;

• ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით;

• სტუდენტები, ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება;

• პირები, ვინც ადგილსამყოფელ ქვეყანაში COVID-19 გავრცელების გამო, დარჩნენ თავშესაფრის და პირველადი საჭიროების შესაძლებლობების გარეშე;

• პირები, რომლებიც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას

მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტური ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდზე. აღნიშნული განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წლის 13 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა სხვადასხვა ქვეყანაში ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში  ორგანიზებულად დაბრუნდა 5540 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.