მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს – მომავლის ფონდის აქცია 

მათთვის, ვინც კორორნავირუსის წინააღმდეგ დაუღალავად იბრძვის არაერთი სოციალური კამპანია მიმდინარეობს. მადლიერი მოქალაქეები პირველივე დღიდანვე გვზავნიდნენ საავადმყოფოებში თავიანთი კომპანიის პროდუქციას, შემდეგ იყო კაკო პაპას ტიტები და პენიტენციური სისტემიდან გამოგზავნილი, მსჯავრდებულების ხელით მოყვანილი ყვავილები. 

სხვადასხვა კომპანიასთან ერთად, მადლიერების აქციას მომავლის ფონდი შეუერთდა: 

მომავლის ფონდი / future fund-ს ფოტო.

“მადლობა რომ ემსახურებით საქართველოს!

დღეიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ჩვენი ორგანიზებით, გმირ ექიმებს და პოლიციის ეკიპაჟებს უფასო ყავით, ჩაით, წყლით და ნამცხვრით მადლიერი მოქალაქეების სახელით გავუმასპინძლდებით.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.  გაიცანით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ქალბატონი მანანა მეფარიძე, რომელიც უკვე 35 წელია საქართველოს თეთრი ხალათით ემსახურება. ის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა აფხაზეთის ომში, აგვისტოს მოვლენებისას და დღეს თავადაც რისკის ჯგუფში მყოფი უხილავ მტერთან ფრონტის წინა ხაზზეა.
ქალბატონი მანანა გაჭირვების წლებსაც იხსენებს, როცა არ იყო არც შუქი, არც სასწრაფოს მანქანისთვის საკმარისი საწვავი და არც სხვა აუცილებელი საშუალებები იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ გამოძახებაზე ფეხით მისულს პაციენტისათვის მაინც გაუწევია დახმარება და გადაურჩენია არაერთი სიცოცხლე.
დიდხანს ვფიქრობდით თუ როგორ გამოგვეხატა მადლიერება და გაგვემხნევებინა COVID-19 წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზის მებრძოლი გმირი ექიმები და პოლიციელები. ამისათვის ჩვენ დავიწყეთ აქცია – მადლობა რომ ემსახურებით საქართველოს და ქუთაისში, გემრიელი სახლი • Tasty House -ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავაჭავაძის 21ა) დრაივზე, მანქანებიდან გადმოუსვლელად გმირ ექიმებს და პოლიციას უფასოდ მოვემსახურებით ყავით, ჩაით, წყლით და ნამცხვრით.

შეიტანეთ თქვენი წვლილი მადლიერების გამოხატვაში #მადლობარომემსახურებითსაქართველოს” – ნათქვამია ფონდის მიწერ გავრცელებულ მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.