საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებით ორი ავიარეისი დაინიშნა
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაინიშნა 2 დამატებითი ავიარეისი – 30 აპრილს შესრულდება თბილისი-მადრიდი- თბილისის, ხოლო 2 მაისს თბილისი- პრაღა- თბილისის ფრენა.
ამ ეტაპზე დანიშნულ სპეცრეისთა განრიგი ასეთია:
14 აპრილი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი;
18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი;
21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი;
24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი;
27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.
ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან