შოთა არველაძე ევროპის 50 საუკეთესო ბომბარდირს შორის დასახელდა

ტაშკენტის „პახტაკორის“ მწვრთნელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ევროპის 50 საუკეთესო ბომბარდირს შორის დასახელდა. სია ფრანგულმა გამოცემა „Maxifoot“-მა შეადგინა.

ქართველმა ფორვარდმა 343 ხმით 30-ე ადგილი დაიკავა.

ბომბარდირთა სია ორი პირობის გათვალისწინებით შედგა: ფეხბურთელს 2000 წლის შემდეგ ერთ სეზონში მაინც უნდა ეთამაშა და თავისი ნათამაშები მატჩების 40% ევროპაში უნდა ჩაეტარებინა.

„Maxifoot“-ის სიაში პირველ ადგილზე „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა, მეორე ადგილზე ლიონელ მესი და საპატიო  მესამე ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერგო წილად.

შოთა არველაძე   საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიც არის. ნაკრების შემადგენლობაში მან 26 გოლი გაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.