“ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე… მადლობა ვერ გადავუხადე…”

„ვერ ვიძინებ. ვერ ვივიწყებ მარტოხელა ხანდაზმულების გაჭირვებას. დავხუჭავ თვალებს და გონებაში ძგად! ძგაფ! მორიგეობით ნათდებიან მათი სახეები, ქუჩები, სახლები. გაჭირვების, მარტოობის სუნი ჰქონდა დღეს ყველაფერს.“ –  ეს სამოქალაქო აქტივისტის ნანა ბაგალიშვილის სიტყვებია.

ნანა ყოველდღე ცდილობს ადამიანებს დაეხმაროს და ძალღონეს არ იშურებს ამისთვის. სწორედ მის წერილს შემოგთავაზებთ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომლიდანაც სხვა ქველმოქმედ ადამიანსაც გავიცნობთ.

„წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ მეთქი.

გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო.

ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე.

P.S. დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ, 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? ვერა, ჰოდა იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყავს ქიზიყელებს!!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.