საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.
მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას.
საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში უნდა შეავსოთ და ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე განთავსებული განცხადების ფორმა.