“თვალცრემლიანი ექიმები ტელევიზიით ეხვეწებიან მოსახლეობას დარჩით სახლშიო…”

ქართველი ემიგრანტი ქეთი ნაკაშიძე გვიამბობს რა ხდება თურქეთში. მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა თავის ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“…თურქეთშიც საშინელება ხდება. ათას ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და 47 ათასი დავირუსებულია.

მედპერსონალი ლამის კლინიკებში დასახლდნენ, მუხლჩაუხრელად შრომობენ, ათასობით მომაკვდავი ადამიანი გამოაჯანმრთელეს. თვალცრემლიანი ექიმები ტელეეთერით ეხვეწებიან მოსახლეობას დარჩით სახლში ჩვენი გულისთვის, რადგან შენს გამო ვართ ჩვენ კლინიკებშიო.

შაბათ – კვირას საერთოდ აიკრძალა ქუჩაში გასვლა. მიმდინარეობს ქუჩების დასუფთავება. მართალია, თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დაუმორჩილებელი მოსახლეობის გამო ვითარება გართულდა.

ღამის პირველი საათია და ქუჩები ხალხითაა სავსე. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, უამრავი ადამიანი პროდუქტის რიგში დგას პირბადეების გარეშე.

ათათურქის აეროპორტი საავადმყოფოდ გადააკეთეს.

თურქეთის ხელისუფლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ტელეეთერით მოსახლეობას დახმარებას თხოვს…

ასობით სასაფლაო წინასწარაა გათხრილი.

ქვეყანაში ვირუსის და სიკვდილის სუნი თანაბრად ტრიალებს.

ეპიდემიის ეპიცენტრი სტამბოლია. თუ ასე გაგრძელდა, კარანტინი არასდროს დასრულდება, რადგან ვირუსს არ მისცეს გავრცელების საშუალება.

ლირა ლამის შვიდამდე ავიდა, პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ დეფიციტი არაა.

თურქეთში ვართ, პირბადეების დეფიციტია, მარლებიც კი ვერ ვიშოვეთ , იქნებ თავად შეგვეკერა მაინც.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა…

მართალია ჩემს საქართველოში მინდა, მაგრამ წასვლას არ ვაპირებ. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ვემორჩილები თურქეთის კანონს და მოთხოვნებს.

უფალო დაგვიფარე ჩვენ და დაიფარე მთელი კაცობრიობა.

P.S. ახლახანს გავიგე, რომ პირბადეების დეფიციტი აღარ არსებობს, ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოება დაიწყო და ყველგან უფასოდ რიგდება, რა თქმა უნდა გაყიდვაშიცაა.” – წერს ქეთი ნაკაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები