ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის!

11 აპრილიდან, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ConceptArt-ის საუკეთესო პროექტების ჩანაწერების ჩვენება,  მოცემული კალენდრის მიხედვით, ორკესტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართება.

„ძვირფასო მსმენელო და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გულშემატკივრებო, თქვენს გარეშე თითქოს საუკუნე გავიდა. მონატრების ნიშნად გადავწყვიტეთ თქვენთან დისტანციური შეხვედრა ჩვენს სახელოვან სოლისტებთან და დირიჟორებთან ერთად. გელით ყოველ შაბათ – კვირას, დღის 12 საათიდან ჩვენს ონლაინ კონცერტებზე,  ორკესტრის ოფიციალურ გვერდზე. შევეცადეთ საუკეთესო ჩანაწერები შეგვერჩია და ისევ გვეთქვა – ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები