დღეს აშშ- დან ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან

დღეს განხორციელდება ფრენა ვაშინგტონიდან და ჩვენი  მოსწავლეები დაბრუნდებიან სამშობლოში.

10 დღის განმავლობაში,  აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა აშშ-დან ქართველი მოსწავლეების სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებაზე.

„მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და პირადად ელჩის მიმართ“ – განაცხადა მინისტრმა დავით ზანკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, მგზავრობის პირველი ნაწილის ანაზღაურებას მთლიანად აშშ-ს მთავრობა განახორციელებს, ხოლო დოჰა-თბილისის მიმართულებით ფრენას საქართველოს პრემიერ მინისტრი და საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები