გერმანიაში საქართველოს საელჩომ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა აღრიცხვა დაიწყო

რამდენიმე ევროპული ქვეყნის შემდეგ საქართველოს საელჩო გერმანიაში იქ მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას იწყებს. ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია და მის მიზანს წარმოადგენს, დაზუსტდეს საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა და ადგილზე მყოფთა საჭიროებები.

“COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათ სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქმედით მექანიზმებს შეიმუშავებს.

მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას. გთხოვთ, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, შეავსოთ და ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ  განცხადების ფორმა “- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.