პოპულარული ვიდეოს გმირი გოგონა “გურული დღიურების” სტიპენდიანტი გახდა
გურული დღიურები 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძეს სტიპენდიას დაუნიშნავს, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი კი მას იმ ნივთებს შეუძენს, რომლებზეც გოგონა, მეტსახელად “ლუღი“, ოცნებობს.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქრისტინე “ლუღს” (ლეღვს) ხინკალს ადარებს, ვიდეო მალევე ძალიან პოპულარული გახდა. რადიო “ათინათი” დაინტერესდა, ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა გოგონა, რომელმაც უმოკლეს დროში უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი.
როგორც აღმოჩნდა, ქრისტინა მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში მამასთან ერთად ცხოვრობს და დიდ წითელ სახლზე, კომპიუტერსა და ველოსიპედზე ოცნებობს. ქრისტინა მისთვის სასურველ ნივთებს მალე მიიღებს. დახმარების მსურველებისათვის კი შექმნილია საბანკო ანგარიშიც:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000649707800
თიბისი ბანკი GE97TB7581745061100025
პ/ნ 19001029497 ს.ფ.