საქართველოს საელჩომ ნორვეგიიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველების აღრიცხვა დაიწყო

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკუთარ მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესს.

მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აღრიცხავენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობას და კრებენ ინფორმაციას მათი ადგილსამყოფლის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ.

ნორვეგიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საელჩოსათვის ინფორმაციის მიწოდება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.