ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ეროვნული ბიბლიოთეკა ონლაინგამოფენას გამართავს

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას  ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი  გადაჭრის გზებზე.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი

მიმდინარე წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს –  ბებიაქალებისა და ექთნების მხარდაჭერა. დღეს სამედიცინო პერსონალი COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება და უზრუნველყოფს მკურნალობისა და მზრუნველობის მაღალ ხარისხს, მუდმივ კავშირში არის პაციენტებთან, მონაწილეობს მონაცემთა შეგროვების პროცესში კლინიკური კვლევების წარმოებისათვის.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვირტუალურ გამოფენას გთავაზობთ, სახელწოდებით “სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე”.

ონლაინგამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.