84 წლის მარტოხელა პენსიონერის მადლობის წერილი 

84 წლის მარტოხელა პენსიონერი, მედეა დარასელია მადლობას უხდის მერიასა და იმ მოხალისე ახალგაზრდებს, რომლებიც მათ საკვებითა და სხვა საჭირო პროდუქტებით ამარაგებენ.

“საყვარელო ადამიანებო, დიდი მადლობა თქვენს კოლექტივს ასეთი თბილი ყურადღებისთვის ამ გაჭირვების დროს. თურმე მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ ვახერხებდი გაჭირვებით გასვლას და თქვენს ნახვას და აქ შემხვედრ მეგობრებთან ჩვენი აზრის გაზიარებას. 

ისევ და ისევ დიდი მადლობა თქვენ და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაუზარებლად გვაწვდიან საჭმელს.

იყავით ყველანი ჯანმრთელნი და წარმატებულნი!

დაესწარით მრავალ ბედნიერ ამ დიდებულ დღესასწაულებს – აღდგომას -და მოახლოებულ ამ მშვენიერ დღეებს!

თქვენი თაყვანისმცემელი – მარტოხელა მედეა დარასელია, 84 წლის პენსიონერი” 

წერილს სოციალურ ქსელში ეკატერინა ჯოჯუა ავრცელებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები