საინტერესო საუბარი ქართულ ღვინოზე
საინტერესო საუბრები ქართულ ღვინოზე ყოველთის კარგი იდეაა! #დარჩითსახლში, დააგემოვნეთ ღვინო და დაესწარით ძალიან საინტერესო ონლაინ მასტერკლასს, რომელიც “შატო მუხრანის” მთავარმა მეღვინემ, პატრიკ ონეფმა მოგიმზადათ!
მასტერკლასის მთავარი თემა: ქართლი, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთ კერა და მისი ენდემური ჯიშები.
პატრიკ ონეფს განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ჰეილბრონში მეღვინეობისა და მევენახეობის მართვის მიმართულებით და 11 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ბორდოს რეგიონში, აქედან 10 წელი Chateau d’Aiguilhe-ის მეღვინე იყო და თანამშრომლობდა შესანიშნავ ღვინის კონსულტანტთან, სტივენ დერენენკორტთან.
2013 წლის ბოლოს, კი საქართველოში ჩამოვიდა და კომპანია „შატო მუხრანის“ მთავარი მეღვინე გახდა: „ღვინის სამშობლოს უდიდესი პოტენციალი და ისტორია თითოეული ღვინის მოყვარულისთვის საოცნებოა. დღეს ქვეყანა განიცდის ღვინის კულტურის რენესანსს, აერთიანებს ღვინის დაყენების უძველეს ქვევრის მეთოდსა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო ტექნოლოგიებს. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება, ენდემური ქართული ყურძნის ჯიშების ხელახალი აღმოჩენა და მათი პოტენციალის გამოვლენა საოცარია. “შატო მუხრანში”, 100-ზე მეტ ჰექტარ მიწაზე, მეღვინეობის გარშემო, მჭიდროდაა გაშენებული ვენახი, რათა მივიღოთ საუკეთესო ხარისხის ყურძენი და შესაბამისად საუკეთესო ხარისხის ღვინო.“
ონლაინ მასტერკლასის ჩატარების დრო: ოთხშაბათი, 8 აპრილი, 18 საათი;