რეკომენდაციები მათთვის, ვინც იზოლაციაშია

ISPCC / კონსულტირების ცენტრის რეკომენდაციები მათთვის, ვინც იზოლაციაშია.

არ გაწყვიტოთ კავშირი თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი შეეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, შეგიძლიათ დაკავშირებული იყოთ სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.

სტრესის დროს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომლებიც გსიამოვნებთ და რელაქსაციას იწვევს. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. მოვლენებს პერსპექტივაში შეხედეთ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე და თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები