ახალი ამბები მეტი მშენებლობისთვის სლაიდერი

როგორ იქცა 9 დღეში ლონდონის უმსხვილესი საგამოფენო სივრცე სრულად აღჭურვილ ჰოსპიტალად 

დიდი ბრიტანეთის ყველა მსხვილი სამედიცინო დაწესებულება მზადაა, მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული ის პაციენტები, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროებათ. შედარებით მსუბუქი პაციენტები კი კურსს სახლში, თვითიზოლაციის პირობებში გაივლიან.

თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ჯანდაცვის სისტემამ, შესაძლოა, ზეწოლას ვერ გაუძლოს და COVID-19-ით ინფიცირებულთა იზოლირებულად მკურნალობა საველე პირობებში მოუწიოთ. ბრიტანეთი სწორედ ამ შემთხვევისთვის ემზადება. 

Lay-out of NHS Nightingale at ExCel Centre

მთლიანადაა დაცლილი აღმოსავლეთ ლონდონის ExCeL საგამოფენო ცენტრი, რომელიც, ჩვეულებრივ, მასპინძლობს მსხვილმასშტაბიან გამოფენებს, ექსპოზიციებსა და კონფერენციებს. იგი რამდენიმე დღის წინ გადაკეთდა NHS Nightingale დროებით საავადმყოფოდ, სადაც 4000-მდე საწოლის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ცხრა დღის განმავლობაში 87,328 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ორმაგი საგამოფენო დარბაზი ჩარჩოებით 80 პალატად დაიყო, თითოეულ მათგანზე 42 საწოლია გათვლილი. 500 საწოლი უკვე სრულადაა აღჭურვილი სავენტილაციო საშუალებებითა და ჟანგბადის ბალონებით. სამუშაო პროცესი კი 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობს. თუკი ეს პროექტი დასრულება, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფო გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, ობიექტი ოფიციალურად გასულ პარასკევს გაიხსნა. მის მშენებლობაში კი NHS პერსონალსა და კონტრაქტორებს 200-მდე ჯარისკაცი ეხმარება. ისინი გრძელ ცვლებად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

Fitting bed bays inside NHS Nightingale

როგორც მშენებლები ამბობენ, მათი ამოცანა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მდგრადი და გამართული სისტემის მოწყობაა. სწორედ ამიტომ შეარჩიეს ისეთი სამშენებლო მასალები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნებს.

მშენებლების წინაშე 3 მთავარი საკითხი იდგა: მშენებლობის ტემპი, სამშენებლო მასალა და მისი უწყვეტი  და მდგრადი ელექტრომომარაგება – საგამოფენო სივრცეში არსებული ელექტროსისტემა მსგავს დატვირთვას ვერ გაუძლებდა, რადგან საჭირო იყო 4000 საწოლის ინდივიდუალური სამედიცინო ტექნიკის მართვა, ჟანგბადის მუდმივი მიწოდების უზრუნველყოფა და ასევე შენობის მთლიანი ვენტილაციისა ელექტროენერგიასთან დაკავშირება. შესაბამისად, დროის დიდი ნაწილი ელექტროსადენების შეცვლაზე დაიხარჯა. ასევე დამონტაჟდა დროებითი გენერატორები. საგამოფენო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურა ამ მხრივ მშენებლებს ვერ გამოადგათ.

თუმცა, გამოადგათ საგამოფენო სტენდები, რომელიც შესანიშნავი მასალა გამოდგა ტიხრების და საწოლების ჩარჩოების დასამზადებლად.

როგორც ჰეპბერნი, სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, მათი გამოცდილებით უკვე ავსტრალია და კანადა დაინტერესდნენ და მშნებლობის მოდელის გაზიარება სთხოვეს. 

NHS Nightingale in numbers: 9 days, 160+ contractors, 200 soldiers a day, to create a hospital for 4,000 patients, 80 42-bed wards, up to 16,000 staff

ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ, ახალი საკითხი დადგა დღის წესრიგში – მედპერსონალი. სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საავადმყოფოს ათასობით მედიკოსი დასჭირდება. სავარაუდო რიცხვი 16 000-ია (ერთი 42- ადგილიანი პალატის სამართავად 200-მდე ადამიანი). საჭირო რაოდენობის შესაკრებად მათ მიიწვიეს მოხალისეები, ადამიანები, რომლებსაც პირველადი დახმარების ტრენინგი აქვთ გავლილი. ძირითადი ჯგუფი უკვე შეკრებილია სტუდენტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების ხარჯზე, რომლებსაც აუცილებელი მომზადება აქვთ გავლილი. 

ეს არ იქნება ჩვეულებრივი  საავადმყოფოში – სასუნთქ აპარატებს მიიღებენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც გადაყვანილ იქნებიან სხვა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან მთელი ლონდონის მასშტაბით. ისინი საავადმყოფოში ხელოვნური ვენტილაციის დასრულებამდე დარჩებიან. ასევე ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე სერვისები, როგორიცაა აფთიაქები და თერაპიული მკურნალობა.

მომდევო დღეების განმავლობაში ბრიტანეთი მსგავსი საველე ჰოსპიტალის სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმას, თუმცა, მათი მასშტაბები შედარებით მცირე იქნება.

Manchester Central

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

სხვა სიახლეები

”ფოტოგრაფები საქართველოსთვის“- ულამაზესი სამეგრელო გიორგი შერმაზანაშვილის ობიექტივში (გალერეა) 

Editor

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა

Editor

ჩემი ოქრო ჩემთან

Editor

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ონლაინკონცერტს გამართავს

Editor

ტარას ღვინის სკოლა ქართული ღვინის შესახებ წერს

Editor

სალომე ფაჟავას კიდევ ერთი გამარჯვება

Editor