რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში – რეკომენდაციები აშშ-ში მყოფი ქართველებისათვის 

4 აპრილის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 277 000-ს გადააჭარბა. საქართველოს საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობების ყველა მითითება.

საელჩო ავრცელებს რეკომენდაციებს, რომლებიც ინფიცირების თავიდან არიდებასა და შემთხვევის მართვაში დაგეხმარებათ: 

 “ნაბიჯები კორონავირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად

გთხოვთ, თანმიმდევრულად მისდიოთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინსტრუქციას: თუკი ხართ კორონავირუსით დაინფიცირებული, ან თუკი ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ვირუსი გქონდეთ, გთხოვთ, თანმიმდევრულად დაიცვათ შემდეგი ინსტრუქცია იმისათვის, რათა უზრუნველყოთ თქვენი ოჯახის წევრებისა და გარშემო მყოფი პირების ჯანმრთელობა.

სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გარეთ გასვლის გარდა, გთხოვთ, დარჩეთ სახლში

  • დარჩით სახლში: კორონავირუსის მსუბუქი ფორმით დაინფიცირებულ პირებს შეუძლიათ სახლის პირობებში გამოჯანმრთელება. ასეთ შემთხვევაში, ნუ გახვალთ გარეთ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ნუ ეწვევით საჯარო თავშეყრის ადგილებს, მათ შორის, საჯარო სივრცეებს.
  • იყავით თქვენს მკურნალ ექიმთან მუდმივ კონტაქტზე: გთხოვთ, პირველ რიგში დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ვიდრე მიიღებდეთ სამედიცინო დახმარებას. აუცილებლად დაუკავშირდით სამედიცინო დახმარების სამსახურს, თუკი გრძნობთ ჯანმრთელობის გაუარესებას, ან ფიქრობთ, რომ არსებობს უკიდერესი აუცილებლობა.
  • არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: ნუ იმგზავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, ტაქსით მარტო ან ჯგუფურად.
  • განცალკევდით სახლში მყოფი თქვენი ოჯახის წევრებისგან, მოახდინეთ საკუთარი თავის თვითიზოლაცია
  • განერიდეთ სხვებს: მნიშვნელოვანია, მოახდინოთ მაქსიმალური დისტანცირება ოჯახის ყველა წევრისგან, მათ შორის, გამოუსვლელად საკუთარ ოთახში დარჩენით. ასეთ შემთხვევაში, ინფიცირებულისათვის რეკომენდირებულია სახლში არსებული ერთი სველი წერტილის მხოლოდ მის მიერ მოხმარება.
  • შეზღუდეთ კონტაქტი შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან: მაქსიმალურად ერიდეთ როგორც თქვენს გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან, ისე შინაურ ცხოველებთან და ფრინველებთან კონტაქტს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა შინაური ცხოველებისა და ფრინველების კორონავირუსით დაავადების ფაქტები, რეკომენდირებულია, ინფიცირებულმა პირებმა თავი შეიკავონ მათთან კონტაქტისაგან, ვიდრე ამ კუთხით მეტი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი.
  • თუკი შესაძლებელია, თხოვეთ თქვენი ოჯახის წევრს/წევრებს, თქვენს სრულ გამოჯანმრთელებამდე, მოუარონ თქვენს შინაურ ცხოველებს და ფრინველებს. თუკი ხართ დაინფიცირებული და მარტო გიწევთ შინაური ცხოველისა თუ ფრინველის მოვლა, ასეთ შემთხვევაში მათთან კონტაქტში შესვლამდე და კონტაქტის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელი. მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ შემდეგი ვებ-ბმული: COVID-19 and Animals.
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ვიდრე მასთან მიღებაზე მიხვალთ
  • კონსულტაციაზე მისვლამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს: თუკი ხართ ჩაწერილი ექიმთან მიღებაზე და ამავდროულად ხართ დაინფიცირებული ან თვლით, რომ შესაძლოა, იყოთ კორონავირუსის მატარებელი, დაუკავშირდით და აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს. ეს მნიშვნელოვანია, რათა პოლიკლინიკამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თქვენი ვიზიტისათვის შესაბამისად დაიცვან თავი და იქ მყოფები.
  • ატარეთ პირბადე დაინფიცირების ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში
  • თუკი ხართ ავად: აუცილებელია, ატაროთ პირბადე, როდესაც იმყოფებით სხვების გარშემო და ვიდრე ეწვევით სამედიცინო დაწესებულებას.
  • თუკი თქვენ ეხმარებით თქვენი ოჯახის წევრს: იმ შემთხვევაში, თუკი დაინფიცირებული პირი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ატარებს პირბადეს (მათ შორის, იმის გამო, რომ ხელი ეშლება სუნთქვისას), მასთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები პირები უნდა განცალკევდნენ თავიანთ ოთახებში. როდესაც დაინფიცირებული პირის მომვლელი შედის ავადმყოფის ოთახში, აუცილებელია, მან პირბადე ატაროს. ოჯახში სტუმრად მყოფ პირებს, გარდა მომვლელისა, არ ესაჭიროვებათ პირბადის ტარება.
  • დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა
  • ხველებისას და ცემინებისას აიფაროთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი/ცხვირსახოცი.
  • ერთჯერადი ცხვირსახოცი/ხელსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ.
  • დაუყონებლივ დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუკი ხელი არ მიგიწვდებათ წყალსა და საპონზე, ხელის გასაწმენდად გამოიყენეთ სადიზინფექციო სითხე 60% ან მეტი ალკოჰოლის შემცველობით.
  • ხშირად დაიბანეთ ხელი
  • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გააკეთოთ ცხვირის ცემინების, ხველების, სველ წერტილში ყოგნის შემდეგ, ასევე, საჭმლის მომზადებამდე და საკვების მიღებამდე.
  • თუკი ხელი არ მიგიწვდებათ წყალსა და საპონზე, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე, რომელიც შეიცავს 60% ან მეტ ალკოჰოლს. ხელის სითხით დეზინფექციისას, სრულად მოიცავით ხელის ყველა ნაწილი და კარგად შეიზილეთ სითხე, ვიდრე არ გაგიშრებათ ხელი.
  • მაქსიმალურად ერიდეთ დაუბანელი ხელით თვალთან, ცხვირთან და პირთან ხელის მიტანას, მათთან კონტაქტს.
  • არ გაუზიაროთ თქვენი ოჯახის წევრებს, სხვებს პირადი მოხმარების საგნები
  • არ გაუზიაროთ სხვებს, მათ შორის, ოკახის წევრებს, თქვენი პირადი მოხმარების თეფშები, სასმელი ჭიქები, სამზარეულოს ინსტრუმენტები, ხელსახოცები, პირსახოცები, თეთრეული.
  • ჩამოთვლილი საგნების გამოყენების შემდეგ, კარგად გარეცხეთ ისინი საპნითა და წყლით, ან გარეცხვისათვის მოათავსეთ შესაბამის მოწყობილობებში.
  • ყოველდღიურად მოახდინეთ „მაღალი ინტენსივობის შეხების“ საგნებისა და მათი ზედაპირის დეზინფექცია
  • ყოველდღიურად გაწმინდეთ „მაღალი ინტენსივობის შეხების“ საგნები და მათი ზედაპირი თქვენს ოთახში, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებით, ასევე, თქვენ მიერ გამოყენებულ სველ წერტილში. თხოვეთ თქვენს მომვლელს, მოახდინოს სახლში სხვა საგნებისა და მათი ზედაპირის დეზინფექციაც.
  • რუტინულად მოახდინეთ თქვენს ოთახსა და სველ წერტილში საგნების და მათი ზედაპირის დეზინფექცია. თხოვეთ თქვენს მომვლელს, ასევე მოახდინოს სახლში საერთო მოხმარების სივრცეების, სხვა საგნებისა და მათი ზედაპირის დეზინფექცია გარდა თქვენი ოთახისა და სველი წერტილისა.
  • თუკი მომვლელს ან ოჯახის სხვა წევრს სურს იმ ოთახისა და სველი წერტილის დეზინფექცია, რომელსაც მხოლოდ თქვენ იყენებთ, მათ ეს უნდა გააკეთონ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ინფიცირებული პირის სველი წერტილის დამუშავებისას, მომვლელმა ან ოჯახის სხვა წევრმა უნდა ატაროს პირბადე და სველი წერტილის გამოყენების მომენტიდან მაქსიმალური დრო უნდა დაიცადოს, ვიდრე მოახდენს აღნიშნული სივრცის დეზინფექციას.
  • „მაღალი ინტენსივობის შეხების“ საგნებს განეკუთვნებიან: მობილური აპარატი, პულტი, სამზარეულო დახლი, მაგიდის ზედაპირი, კარის სახელური, სააბაზაბო მოწყობილობები, ტუალეტის სიფონი, ელექტრომოწყობილობის კლავიატურა, სასთუმლის მაგიდა, ა.შ.
  • მოახდინეთ სისხლის, კარის ან ადამიანის შეხების მქონე ზედაპირის გარეცხვა და დეზინფექცია.
  • ასეთ შემთხვევაში, გარეცხეთ ზედაპირი წყლითა და საპნით ან სხვა შესაბამისი სარეცხი საშუალებით. შემდეგ მოახდინეთ მისი დეზინფექცია სახლში არსებული სპეცსაშუალებებით.
  • გარეცხვისა და დეზინფექციისას ზედმიწევნით მისდიეთ სადეზინფექციო საშუალების გამოყენების ინსტრუქციას, რათა მოხდეს სარეცხი საშუალების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება. ბევრი ასეთი სარეცხი საშუალების მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ გარეცხილი საგნის ზედაპირი რამდენიმე წუთით სველი შენარჩენდეს, რათა მოხდეს მათზე მყოფი ბაქტერიების მოკვლა. ასეთი სარეცხი პროდუქტის მოხმარებისას, ვიძლევით რეკომენდაციას, ატაროთ შესაბამისი ხელთათმანები, ასევე, გქონდეთ ვენტილაციის გამართული სისტემა.
  • აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული სადეზინფექციო საშუალებების უმრავლესობა ეფექტურია აღნიშნული მიზნისათვის. სადეზინფექციო საშუალებების სრული სია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე
  • თვალყური ადევნეთ თქვენს სიმპტომებს
  • აუცილებლად მიიღეთ სამედიცინო დახმარება, თუმცა, პირველ რიგში, დაუკავშირდით სამედიცინო დაწესებულებას. თუკი თქვენი ჯანმრთელობის სიტუაცია უარესდება (მათ შორის, თუკი გიჭირთ სუნთქვა), დაუყონებლივ დაუკავშირდით სამედიცინო დაწესებულებას.
  • დაუკავშირდით თქვებს მკურნალ ექიმს მასთან კონსულტაციაზე მისვლამდე. თუკი აპირებთ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას ან გადაუდებელი დახმარების კლინიკაში ვიზიტს, დაურეკეთ მათ მისვლამდე და მოუყევით თქვენი სიმპტომების შესახებ. იქ მყოფი პროფესიონალები გირჩევენ, თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში.
  • ატარეთ პირბადე. პირბადის ქონის შემთხვევაში, გაიკეთეთ ის ვიდრე შეხვალთ სამედიცინო დაწესებულებაში. თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იკეთებთ პირბადეს, აუცილებლად დაიჭირეთ შესაბამისი დისტანცია (მინიმუმ 2 მეტრი) იქ მყოფი სხვა ვიზიტორების უსაფრთხოების მიზნით.
  • შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის და ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტმანეტის ყველა ინსტრუქცია. ისინი თქვენ დაგეხმარებიან სიმპტომების დადგენასა და მოგაწვდიან შესაბამის ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
  • თუ თქვენ გაქვთ კორონავირუსთან ასოცირებული სახიფათო სიმპტომები, დაუყონებლივ მიიღეთ სამედიცინო დახმარება. რიგ სახიფათო სიმპტომს წარმოადგენს (სია არ არის სრული):
  • სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება
  • გულმკერდის არეში დამუდმებული ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება
  • ორიენტაციის დაკარგვა ან ფეხზე წამოდგომის სიძნელე
  • ტუჩების ან სახის სილურჯე
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაწუხებთ ზემოაღნიშნული ან სხვა გამოკვეთილი სიმპტომები.
  • დაუკავშირდით 911-ის სამსახურს თუ თქვენს გაქვთ ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემა. შეატყობინეთ 911 სამსახურის ოპერატორს, რომ თქვენ შესაძლოა, გქონდეთ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. გაიკეთეთ პირბადე ვიდრე სასწრაფო დახმარების პერსონალი მოვა თქვენს დასახმარებლად.
  • თვითიზოლაციის დასრულების პირობები
  • კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შესაძლებელია, დაასრულონ თვითიზოლაცია, თუკი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
  • კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, შეგიძლიათ, გახვიდეთ გარეთ სამივე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
  • თუკი არ იყენებდით არანაირ სიცხის დამწევ საშუალებას და ბოლო 72 საათის (3 დღის) განმავლობაში არ გქონდათ სიცხე.
  • თუკი გამწვავებული სიმპტომები გაგიუმჯობესდათ (მაგალითად, ხველამ იკლო და გაგიუმჯობესდათ სუნთქვა).
  • 24 საათის დაშორებით გაგიკეთდათ ორი ტესტირება კორონავირუსზე და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ასეთ შემთხვევაში თქვენი მკურნალი ექიმი იმოქმედებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუქციების თანახმად.
  • ნებისმიერ შემთხვევაში, შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის და ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ყველა ინსტრუქცია. თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის, ასევე ადგილობრივი და შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში. ადგილობრივად ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივი, არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.