,,ამერიკაშიც ისეთივე გმირი ქართველი მედიკოსები გვყავს“ – ინა ასანიძე 

4 აპრილის მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებლუთა რაოდენობამ 277 000-ს გადააჭარბა, მაშ შორის, რამდენიმე ქართველი ემიგრანტია. მსოფლიოს მასშტაბით ემიგრანტების დასახმარებლად დიასპორულმა ორგანიზაციებმა კრიზისცენტრები შექმნეს.

ინა ასანიძე ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც აქტიურადაა ჩართული კრიზის ცენტრის საქმიანობაში და იმ ექიმებს გვაცნობს, რომლების აშშ-ში 24-საათიან რეჟიმში არიან მზად, საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ ქართველ ემიგრანტებს. 

“ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბებული კრიზის-ცენტრის მუშაობაზე და დაინფიცირებული ქართველების მდგომარეობაზე მოგახსენებთ. კრიზის-ცენტრს ამჟამად აღრიცხვაზე 80 ქართველი პაციენტი ჰყავს, აქედან 5 მძიმეა და ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 75 კი საშუალოდ მძიმე. ჩვენი გუნდი ქართველ მედიკოსებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში ისევე გმირულად იბრძვიან ამერიკაში, როგორც საქართველოში ადგილობრივი ექიმები:
-„ამერიკაში მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება. ჩვენ გვყავს 3 მობილური ჯგუფი, ცხელ ხაზზე მომუშავე პირები მობილური ჯგუფები პირველივე დღიდან აწვდიან ინფიცირებულებს წამლებს პროდუქტებს და სხვა საჭირო ნივთებს. ასევე, გადაჰყავთ ექიმები ოჯახებში პაციენტებთან. თითო მობილურ ჯგუფს 10 გამოძახება მაინც აქვს დღეში. ვფიქრობთ, შემდგომ დღეებში რაოდენობა გაიზრდება, რადგან მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ქართველი მედიკოსები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ პაციენტების მდგომარეობას და ბინაზე მკურნალობას.

ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკული კრიზის-ცენტრის გუნდს მედიკოსებს თავდაუზოგავი, უანგარო შრომისთვის, რათა დახმარება გაუწიონ ჩვენს თანამემამულეებს ამერიკაში. მინდა ყველა იცნობდეს მათ სახელებს. ესენი არიან: ნინო ჩეხოშვილი, ქეთი შავლიაშვილი, ნინო ქავთარაძე ,ეკატერინე იაშვილი, ნათია ფურცხვანიძე. მადლობა ყველა იმ ქართველის სახელით, ვინც მათი წყალობით სიკვდილს გადაურჩა და ვინც ამჟამად ებრძვის ამ მძიმე სენს. მინდა ყველამ გაიგოს, რომ აქაც ისეთივე გმირი ექიმები გვყავს, როგორც საქართველოში“ – ინა ასანიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.