“კი დაგვიბრუნა კორონამ ქართველებს საკუთარი თავის რწმენა და ეროვნული სიამაყის განცდა…”

მაია მაისურაძის კედლიდან:

“ჩემმა მეგობარმა, ნიუ – ორკში მცხოვრებმა, მიამბო: აფთიაქში შესულს ფარმაცევტმა ჩემი აქცენტის გამო ეროვნება მკითხაო. როდესაც Georgia გაიგო, დადო ყველაფერი და ტაში დასცხოო), ყველა აჰყვა , ვინც რიგში იდგა და 5 წუთი ასე გაოგნებული ვიდექიო…, რატომ არ გადაიღე მეთქი- ვუსაყვედურე – ისე დავიბენი, ვერაფერი ვერ მოვახერხე, ცრემლები კი მომდიოდა ღაპაღუპითო!

P.S. კი დაგვიბრუნა ამ კორონამ ქართველებს საკუთარი თავის რწმენა და ეროვნული სიამაყის განცდა! ყველაფერი კარგად იქნება და ეს პერიოდი ბევრ რამეს და ვინმეს თავის სახელს საბოლოოდ დაარქმევს!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები