“მეკითხებიან, საიდანო? – ჩემი დანაზოგიდან” – ქართველი ემიგრანტების ქველმოქმედება ნიუ-იორკში 

არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, სულ ამბობს – “სხვებმა უნდა ისაუბრონო“. ქველმოქმედია და ალბათ ამიტომაც აქვს ასეთი დამოკიდებულება – არ უყვარს აფიშირება. დიანა ბაგრატიონი საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია, ფონდი უკვე 12 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მრავალი ადამიანის ცხოვრება შეუცვლია. დიანა ასევე ნიუ-იორკი მერიის თანამშრომელია კულტურის დარგში. მანვე დაარსა “ქართული დღეები”. 

,,დადებულია საქართველოს მხარესთან მემორანდუმი და იმედი გვაქვს, სექტემბრისთვის ჩაფიქრებულ გრანდიოზულ დღეებს კვლავაც ჩავატარებთ “- ამბობს დიანა ბაგრატიონი.

იგი მეუღლესთან, ვალერი კორტთან ერთად, ისეთი ცნობილი ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზატორია, როგორებიც ბარბარა სტრეიზანდი, ლორა ფაბიანი და პოლ მაკარტნი არიან.

აქტიური და ქველმოქმედი ქალბატონი ამერიკაში ამ დღეებში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრიდან:

,,ამჟამად ყოველ 3-მე დღეს ვალანტიორად ვმუშაობ მერიაში 24 საათიანი მორიგეობით – როგორც ამერიკის მოქალაქე.  ამავე დროს ვცდილობ, დავეხმარო ინფორმაციით, როგორც შიდა მუშაკი ჩვენ ქართულ თემს, ასევე ფინანსურად შეძლებისდაგვარად ამერიკის და არამარტო ამერიკის ქართველ ემიგრანტებს – სადაზღვევოებს მძიმე გასაჭირი აქვთ, მყავს ექიმები, რომლებიც უანგაროდ უწევენ დახმარებას ყველას ტელეფონით 24 საათი.

პანიკა საშინელებაა ადამიანისთვის – ეწევა ძალიან დაბლა იმუნიტეტი და ვერ ებრძვის ორგანიზმი ამ საშინელ ავადმყოფობას, ამიტომ მთავრობებმა 24-საათიანი ცხელი ხაზები შექმნეს მოსახლეობის დასამშვიდებლად და სხვა საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად, მეც ასეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა.

ქალბატონი დიანა ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადსხვა ჯგუფთან.

“ნიკოლოზ ჩხეიძესთან და ინა ასანიძესთან ერთად, სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში ვეხმარები ჩვენ ემიგრანტებს , ვუგვარებ პრობლემებს მერიაში ყველა ემიგრანტს. ცხელ ხაზზე ვპასუხობთ ყველა შეკითხვაზე.”

დიანა ბაგრატიონი არამარტო ამერიკაში არამედ ევროპის ქვეყნებში დარჩენილ ქართველებს, სრულიად უცნობ ადამიანებსაც ეხმარება ფინანსურად .

,,მეკითხებიან –  საიდან ? მე გპასუხობთ – საკუთარი დანაზოგიდან. პანდემიის დროს ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში, ვისაც არ აქვს და  ვისაც აქვს , არცერთი ქართველი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ და ვეხმარები ასევე ამერიკის მოქალაქეებსაც 24-საათიან რეჟიმში მე და ჩემს გუნდს არ გვძინავს.  ახლა ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია, სხვათაშორის თქვენი კოლეგა ლელა ნინუა თავის ოჯახთან ერთად გვერდში გვიდგას, მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ, ამიტომ მათი დახმარებით პროდუქტები შევიძინეთ და დავურიგეთ მოქალაქეებს, ამ დღეებშიც აქტიურობა გაათმაგდება, ეს ქართველების ღირსებაა  – არასდროს არ დავდგეთ ჩრდილში და არ შევუშინდეთ პრობლემებს. იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო გაიმარჯვებს .“

შეგახსენებთ ფონდი – “დიანა ბაგრატიონი” 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა – კურთხევით დაფუძნდა,  რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. ეს არის არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანი იმ ბავშვების და მოხუცების დახმარებაა, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვთ. ფონდი ორგანიზებას უკეთებს კონცერტებს და შემოსული თანხით ეწევა ქველმოქმედებას .

,,სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ “ – ამბობს დიანა ბაგრატიონი .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.