ისრაელში 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდა – რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა 

31 მარტს ისრაელში ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები.

კერძოდ იკრძალება:

• 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება საზოგადოებრივ სივრცეში (გარდა ოჯახის წევრებისა, რომლებიც ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ ფართში);
• ჯგუფური ლოცვები;
• დაკრძალვის ცერემონიალზე 20-ზე მეტი ადამიანის დასწრება;
• სადღესასწაულო ღონისძიებაზე 10-ზე მეტი ადამიანის დასწრება;
• დასაშვებია ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ ღია სივრცეში, მონაწილეთა შორის 2-მეტრიან დისტანციის დაცვით.

სპეციალური ზომები დასაქმებულსა და დამსაქმებელთათვის

• ყოველდღიურად, სამსახურში წასვლამდე, ყველა მოქალაქეს მოეთხოვება გაიზომოს ტემპერატურა და შეავსოს დეკლარაცია, რომ მას არ აქვს დაავადების სიმპტომები (ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა, ხველა, ქოშინი). დასაქმებულს მოეთხოვება შევსებული დეკლარაცია, მიმდინარე თარიღით, გადასცეს დამსაქმებელს;
• დასაქმებულს, რომლებიც მუშაობენ კომპანიის ოფისის გარეთ, შეეძლებათ გააკეთონ ზეპირი მოხსენება;
• სამუშაო ადგილებზე, სადაც შეუძლებელია თანამშრომლებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება, დამქირავებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები;
• თითოეულ თანამშრომელს დაევალება პერსონალური ხელსაწყოებითა ან სამუშაო აქსესუარებით მუშაობა;
• საერთო ხმარების ინვენტარი საფუძვლიანად უნდა იყოს დეზინფექცირებული;
• ყველა თანამშრომელს მოეთხოვება დაიცვან პირადი ჰიგიენის მკაცრი წესები, პირველ რიგში – ხელების დაბანა;
• ოფისებსა და საწარმოებში უნდა დაწესდეს ლიფტის გამოყენების შეზღუდვა – 2-ზე მეტ ადამიანზე;
• მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების ოფისებში, მომხმარებელთა მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მკაფიო მოთხოვნების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.