რა შეზღუდვები წესდება საყოველთაო კარანტინის პირობებში 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს, რომ:

ცხადდება ე.წ კომენდანტის საათი და 31 მარტიდან იკრძალება მოქალაქეთა გადაადგილება ქუჩაში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე .

იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი მგზავრობა – მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსითაც, იმ შემთხვევაში თუ მგზავრთა რაოდენობა არ აღემატება 3 ადამიანს ( მძღოლი და 2 მგზავრი) და მგზავრები მოთავსებულები არიან ავტომობილის უკანა სავარძელზე.

იკრძალებს სამზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქის ტერიტორიისა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია.

იკრძალება 70 წელს ზემოთ ასაკი მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი უახლოეს მაღაზიასა ან აფთიაქში მიდიან.

თუკი 70 წელს გადაცილებული პირები არიან მარტოხელები, მათზე ზრუნვის ვალდებულება ეკისრება ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს.  

მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

აღნიშნული შეზღუდვები ძალაში 31 მარტს შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.