3 აპრილს ბერლინიდან თბილისში დამატებითი ავიარეისი შესრულდება 

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა.

„როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი. საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს მ.წ. 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია “Georgian Airways”. განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია “LOT Polish Airlines”.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია “Georgian Airways”-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია “LOT Polish Airlines”-ის ვებ-გვერდებზე“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ეტაპისათვის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბურნების მიზნით დადგმილი ავიარეისების განრიგი ასე გამოიყურება:

28 მარტი – ვარშავა-თბილისი – „LOT Polish Airlines“

31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – „Georgian Airways“

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – „Georgian Airways“

3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – „LOT Polish Airlines“

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – „Georgian Airways“

7 აპრილი -ათენი-თბილისი – „Georgian Airways“

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – „Georgian Airways“

აღნიშნულ ფრენებზე ბილეთები გაიყიდება თანმიმდევრობით და თავისუფალი პრინციპით ფრენის შესრულებამდე 2 დღით ადრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები