სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა – აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების Online ლექციები

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანების  ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოწვევის წინაშე დააყენა. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი, შიში, მაღალი ემოციური ფონი, სოციალური დისტანცირება – ეს ყველაფერი სტრესულ გარემოს ქმნის, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად არც თუ ისე ადვილია. სწორედ ამიტომ აზროვნების აკადემია იწყებს Online – ლექციათა ციკლს ფსიქოლოგებთან თემაზე – “სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა”.

აკადემიის ფსიქოლოგები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების გზებზე, სტრესის დაძლევის სტრატეგიებზე. ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებებზე შექმნილ ვითარებაში და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ლექციები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და პარასკევს, 21:30სთ-ზე კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება.

ლექციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდება ინფორმაცია კონკრეტული სტუმრის შესახებ. გამოქვეყნებული ანონსის კომენტარებში თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ კითხვები. შემდეგ ჩაიწერება ვიდეო, რომელშიც თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება პასუხები და დათქმულ დროს აზროვნების აკადემიის  Facebook – გვერდზე LIVE – ფორმატში გავა ვიდეოჩანაწერი.

ლექციათა განრიგი:

27 მარტი, პარასკევი – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე;

31 მარტი, სამშაბათი – ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი;

3 აპრილი, პარასკევი – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა;

7 აპრილი, სამშაბათი – ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე;

10 აპრილი, პარასკევი – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე;

13 აპრილი, სამშაბათი – ფსიქოლოგი ნინი ელბაქიძე;

16 აპრილი, პარასკევი – ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე.

მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.