ახალი ამბები განათლება

5 უფასო აუდიოწიგნი თვითიზოლაციაში მოსასმენად

„თუკი ხეები უკვე ყველა ფანჯრიდან დათვალეთ, გაზომეთ მანძილი სამზარეულოდან თქვენს ოთახამდე და მთელი კვირები არაფრის კეთებაში გაფლანგეთ, წიგნების დრო მოვიდა. არა, ნუ გეშინიათ, სქელკანიანი წიგნების წაკითხვას არავინ გაიძულებთ. ჩვენს დროში ხომ წიგნის მოსმენაც შეგიძლიათ?!“- ასე იწყება პოსტი, რომელიც  feedc.com – ში გამოქვეყნდა.

მაშ, ასე – თვითიზოლაციაში საკითხავი 5 აუდიოწიგნი, რომლებიც საიტზე gudabooks.ge-სა და saba.com.ge-ზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

1. „გათხოვილის დღიური“ – თეა ინასარიძე

წიგნი თანაბრად საინტერესოა ყველა ასაკის ქალისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ავტორი მკითხველს მეგობარივით ესაუბრება, რაც პერსონაჟის ამბავს კიდევ უფრო ახლობელს და საგრძნობს ხდის.

წიგნი ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის შესახებ მოგვითხორბს. მისი მხიარული და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება დაოჯახების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ის იწყებს ბრძოლას საკუთარი პიროვნების დასაბრუნებლად და გასათხოვარ გოგონებს ცხოვრებისეულ გამოცდილებებსაც უზიარებს.

  1. სანტა ესპერანსა“ – აკა მორჩილაძე

მწერლის მიერ გამოგონილი ქვეყანა – სანტა ესპერანსა – ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

  1. წიგნის ქურდი” – მარკუს ზუზანიკი

ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

  1. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ – ოთარ ჭილაძე

“ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო”, როცა მითიური კოლხეთი ყოველდღიური რეალობა იყო, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, უყვარდათ… ანტიკური მითის საუკეთესო გააზრება ქართულ ლიტერატურაში და დიდი რომანისტის შესანიშნავი წიგნი, თქვენ აქ სულ სხვანაირ აიეტს და მედეას გაიცნობთ, აქ ზღვა სულ სხვაგვარ ამბებს ინახავს…

5.„უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“ – ვიქტორ ჰიუგო

რა ხდება მაშინ, როცა შენი დრო დათვლილია? როცა დარჩენილი დღეები შეუფასებელ ღირებულებას იძენენ, როცა განაჩენი გამოტანილია და ზუსტად იცი, როდის უნდა დასრულდეს შენი ცხოვრება. ბოროტდები? საკუთარი ცხოვრების გააზრებას ცდილობ? ძვირფას წუთებს და ძვირფას ადამიანებს იხსენებ? ვიქტორ ჰიუგომ 1829 წელს დაწერილი ეს მოთხრობა ერთგვარად ლიტერატურულ მანიფესტად აქცია – ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანის უმაღლესი უფლების – სიცოცხლის უფლების დასაცავად.

სხვა სიახლეები

„მარგალიტი კავკასიონის ჩრდილიდან“ -ფრანგული გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

Editor

ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 

Editor

20 წლის ქართველი AI დეველოპერით, ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა

Editor

 “სუხიშვილებმა” ვენაში  პირველი კონცერტი გამართეს

Editor

ფარიკაობაში ტოკიო 2020-ის რეიტინგში სანდრო ბაზაძე მეორე ადგილზეა

Editor

მოსამართლე ბარბი, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის

Editor