“გთხოვთ… არ დამიწეროთ რომ კეთილი ვარ…”
დღეს 3 ამბავს გიამბობთ ადამიანებზე, რომლებიც ასეთ დაძაბულ და მძიმე სიტუაციაში უხმაუროდ, სახელისა და დიდების გარეშე თავის ვალს იხდიan ადამიანებისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე. ისტორიები სოციალური ქსელიდანაა ამოკრებილი.
ანა მიქაუტაძე:
„დღეს გავიგე, რომ თურმე, ჩემი ახლობლის ვაჟიშვილი მის მეგობართან ერთად ღამით გადიან სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს. რამდენიმე დღის ხელფასი დახარჯეს ამ ხსნარების შესაძენად და ასე უხმაუროდ ზრუნავენ თანამოქალაქეებზე“
თამუნია მექერიშვილი:
„ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!!!
საჯარო განცხადება მაქვს!
როგორც იცით დროებით დაკეტილი მაქვს რესტორანი, რომელიც სულ ახალი გახსნილია… მართალია პროდუქტების დიდი მარაგი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს გაუზიარებთ ჩვენს მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ… მე, ჩემი ევროპელი შეფმზარეული, ამერიკელ საქმიან პარტნიორთან ერთად მზად ვართ ვემსახუროთ ადამიანებს და ჩვენს პატარა სამშობლოს. სრულიად უანგაროდ!!!
30 მარტს დღის ორი საათიდან, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხელი და გემრიელი კერძები უფასოდ დარიგდება!….
30 მარტი ვორონცოვი… მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია… წინამძღვრიშვილის 14.
დავიცავთ შესაბამის სადენზინფექციო ინსტრუქციებს… ერთად გადავარჩინოთ ყველას სიცოცხლე!!!
გთხოვთ… არ დამიწეროთ რომ კეთილი ვარ…
არა, არ ვარ…. ეს უბრალოდ ყველა ადამიანის ვალია იხსნას საკუთარი სიცოცხლე და გადაარჩინოს სხვაც.
გ ე ლ ო დ ე ბ ი თ !
უთხარით ყველას….
სადილი უფასოა!…
…..
ფრენდებო უნდა დამეხმაროთ, ვისაც ეს შეგიძლიათ… არვიცი
.. მე მარტო ვერაფერს ვიზამ…
ყოველთვის ასეთი ვიყავი. ვიცოდი რომ მარტო მე არავინ და არაფერი ვიყავი… მე ყველა კარგ საქმეს ჩემს კარგ თანამშრომლებთან ერთად ვქმნიდი. გუნდის და ერთჯაჭვიანობის მწამს. ახლა “მარტო” დავრჩი… არ მყავს ხალხი… მე ვერ ვაიძულებ და ვერ მოვთხოვ იმ ადამიანებს(თანამშრომლებს) მოვიდნენ და რაიმე საქმეში მომეხმარონ, რადგან ვერ გადავუხდით შრომის საფასურს, ყველაზე მეტად კი ეს არ მიყვარს. ადამიანი თუ შრომობს და თუ სამართლიანად იმსახურებს, უნდა მიიღოს შრომის საფასური. აი ამიტომ ვერც ერთად თავშეყრისკენ მოვუწოდებ მათ, სანამ არ იქნება ტესტები…. მე ვერავის სიცოცხლეს ჩავაგდებ საფრთხეში. მტკივა ყველა გაჭირვებული ადამიანი…მართლა!
მე რაც შემიძლია ესაა ვამზადო კერძებით 24 საათი ყველასთვის.. დანარჩენში კი მჭირდება დახმარება… ადამიანები ვინც დასუფთავებაში მომეხმარებიან, ადამიანები ვინც უზრუნველყოფენ ორგანიზებულად და ყველა სამედიცინო მოთხოვნილი წესის დაცვით წაიღოს ჩვენგან სადილი და მისცეს გაჭირვებულებს. მე მინდა დახმარება. მოხალისე ჯგუფები…
ჩვენ გადავრჩებით! გადავრჩებით და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ…
ვირუსი განკურნებადია!