კორონავირუსისაგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა 

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა ჯამში 9-ს შეადგენს. 

„საერთო ჯამში ცხრა გამოჯანმრთელებული გვყავს, რაც ძალიან კარგია. სამი-ოთხი პაციენტი არის, რომლის გამოჯანმრთელებასაც უახლოეს დღეებში ველოდებით. რაც შეეხება დანარჩენ 31 პაციენტს, ოთხი პაციენტია მათგან მძიმედ შეფასებული, რომელთაც აქვთ პნევმონია, თანდართული ქრონიკული დაავადებები. თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა, ერთი დღის განმავლობაში, არ გაუარესებულა, მაგრამ რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ფასდებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტებად“ ,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან ცხრა გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.