გამოცემამ „ULTIMATE RUGBY“ მამუკა გორგოძე სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

გამოცემამ „ULTIMATE RUGBY“ იმ მორაგბეების საუკეთესო  თხუთმეტეული შეადგინა, ვინც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 

ქართველი გულშემატკივრების გასახარად ამ სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული მამუკა გორგოძე მოხვდა.

“ტურნირის დაწყებამდე ის უკვე პენსიაზე იყო, თუმცა მსოფლიო თასზე მაინც დაბრუნდა და ეროვნული ნაკრების დაეხმარა. მას შემდეგ, რაც მისი გუნდი გათამაშებას გამოეთიშა, ის ნაკრებიდან საბოლოოდ წავიდა.

მამუკამ განსაკუთრებით 2011 და 2015 წლის მსოფლიო თასებზე დაგვამახსოვრა თავი. ის ამ თამაშის ნამდვილი სიმბოლოა”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.