ახალი ამბები დიასპორები

სოლიდარობა იტალიას – ერთად აღვნიშნოთ დანტეს საერთაშორისო დღე

დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც  იტალიელი პოეტის შემოქმედებას ეძღვნება.

2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობამ, იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე, 25 მარტი, დანტეს საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომები საშუალებას არ იძლევა დანტეს საერთაშორისო დღე  საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღინიშნოს, ამიტომ დანტე ალიგიერის საზოგადოება მოგიწოდებთ ფანჯარასთან, ან საკუთარ აივანზე წაიკითხოთ ,,ღვთაებრივი კომედიიდან“ ჯოჯოხეთის ქების პირველი ორი სტროფი, ტერცინები, რომლებშიც დანტე პაოლოსა და ფრანჩესკას მაგალითზე გვიჩვენებს, რომ სწორედ სიყვარული არის ის ძალა, რომელიც ყველაფერზე იმარჯვებს.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან თანამშრომლობით , უერთდება ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას და ოთხშაბათს, 25 მარტს იტალიის დროით 18:00 სთ-ზე (თბილისის დროით 21:00 სთ-ზე) გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ დანტეს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფლეშმობში.

ვინც იტალიურად ვერ შეძლებს ამ ცნობილი სტრიქონების წაკითხვას, შეუძლია იგივე სტროფები ქართულ ენაზე წაიკითხოს.

გადაიღეთ პერფორმანსი  და ატვირთეთ ის სოციალურ ქსელებში ჰაშთაგებით: #stoacasacondante #ioamolacultura #WeAreItaly.

ერთად აღვნიშნოთ გენიალური იტალიელი მწერლის დაბადების დღე.

ამ მძიმე ჟამს, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს მთელს იტალიას.

სხვა სიახლეები

ფრენბურთის ფესტივალი ბავშვებისთვის

Editor

თორნიკე ყიფიანის სიმღერა ევროვიზიაზე (თიზერი)

Editor

“როგორ მოიპარა საქართველომ ჩვენი გულები?”

Editor

5 უფასო აუდიოწიგნი თვითიზოლაციაში მოსასმენად

Editor

სამშენებლო – სარემონტო მასალების კომპანია ,,გორგია“ ,,Узэкспоцентр“-ში

Editor

გერმანიაში პასტერნაკის შესახებ ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა გაიმართება

Editor