ახალი ამბები საქართველო და ქართველები წერილები

“მეგონა, ამაზე დამთრგუნველს ვერაფერს ვნახავდი, მაგრამ…” – რა ხდება ესპანეთში 

ესპანეთში მცხოვრები ქართველი, თიკო ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში იმ მძიმე ამბებს ყვება, რაც ქვეყანას თავს დაატყდა და მოუწოდებს ყველას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დარჩნენ შინ. 

ზუსტად 8 დღის წინ, როცა ბავშვების პარკებს, წითელზოლიან მილიციის სარტყელებს ავლებდნენ, ვიფიქრე, რომ ამაზე დამთრგუნველს ვერაფერს ვნახავდი, თურმე იმაზე დამთრგუნველია, ჩამწკრივებული ლოგინების დანახვა უზარმაზარ სპორტულ დარბაზებში, რამოდენიმე დღის წინ გვაფთხილებენ, დარჩით სახლშიო…

ყურში რაღაც ჩვეულებრივად ჟღერდა, მეგონა ორ კვირაში გავვარდებოდი სასეირნოდ … ახლა, სადაც არ უნდა გადართო, გვეუბნებიან, რომ ჯერ წინ გვაქვს ყველაფერი, რომ ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ ყველაზე მძიმე დღეებისთვის, რომ გველოდება მინიმუმ 3 ყველაზე რთული კვირა…

მაინც ამდენ დამთრგუნველ ამბებში, სულ ყველაზე დამთრგუნველი იცით რა არის? თავჩაქინდრული ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი და თვალცრემლიანი ჯანდაცვის მინისტრი, როცა ბოდიშს იხდის, უკონტროლოდ დავირუსებული ქვეყნის პირდაპირი ეთერით. 

– ხოდა, დარჩით სახლებში, რა !

ძალიან გთხოვთ,
ჯიუტო ჩემო ერო!!
– გეხვეწებით ! დაუჯერეთ იმ ადამიანებს ,ვინც გაფრთხილებენ, რა უნდა გააკეთოთ

დარჩით სახლებში!

ყველაფერი კარგად იქნება და
მალე ვიმხიარულებთ კიდეც,
ვიზეიმებთ კიდეც,
ვეზიარებით კიდეც,
და თუ ამ ყველაფერს გულით გავაკეთებთ,
-ეგება ,,მერე,, ვცხონდეთ კიდეც

ჯანმრთელობა ყველას!

სხვა სიახლეები

ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

Editor

მინსკში საღამო ,,ჯაზური იმპროვიზაციები ქართულ სტილში“ გაიმართება

Editor

ფარაჯანოვისეული ესთეტიკა და სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას კლიპში 

Editor

“აი, ძმაო, მთელი წლისა ჩაიბარეო” – ეროსისა და მათხოვრის საინტერესო ისტორია

Editor

ონლაინ ლექცია GIPA-ს სოციალურ სწავლებათა სკოლის სტუდენტებისთვის

Editor

ქაიროს ფესტივალზე ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ

Editor