ემიგრანტებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს პრემიერ – მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს „Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა  2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, 21 მარტს – ესპანეთში მცხოვრებთათვის.

დღეს,  22 მარტს, ექიმ-ინფექციონისტი საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხებს.

მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს – 23 მარტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.