აბასთუმნის ექიმებმა ყველაზე პატარა პაციენტს სიურპრიზი მოუწყვეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის წარმომადგენელი, ელდარ კბილაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. 

“დღეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ: ორი ჯუჯა მეგობარი – ცენტრის დირექტორი რეზო ჟღენტი და კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე, ბუშტებითა და საჩუქრებით გამოეცხადნენ. სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალია ამქვეყნად, რომელიც კორონასაც მოერევა და მრავალ სხვა განსაცდელსაც დაგვაძლევინებს, მალე სიხარულით შეცვლის დღევანდელ შფოთიან რეალობას” – წერს იგი. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები