სტუ სტუდენტებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პლატფორმით სარგებლობის წესებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ.
პირველ რიგში, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების სპეციალურად შემნილი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი წარიმართება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.
აქვე გთავაზობთ ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წესებს სტუდენტებისთვის:
  1. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ, მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ ბმულს – Log in
  2. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეიტანოთ მომხმარებლის სახელი (Username) და პაროლი (Password). მომხმარებლის სახელი და პაროლი ემთხვევა სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინდივიდუალური გვერდის (სტუდენტის ინდივიდუალური ელექტრონული უწყისი) Username-ს და Password-ს;
  3. პლატფორმაზე იდენტიფიცირების შემდეგ, ეკრანზე გამოვა მთავარი გვერდი, სადაც დატანილია სასწავლო კურსების (ლექციები) ჩამონათვალი, ფაკულტეტების მიხედვით;
  4. სასურველ კურსზე (ლექცია) გადასასვლელად უნდა დააჭიროთ კურსის დასახელებას;
  5. კურსის (ლექცია) ბოლოს განთავსებულია გრაფა „დავალება“ (არსებობის შემთხვევაში), რომლის მეშვეობით სტუდენტს შეუძლია დავალების მიღება, ჩამოტვირთვა და საბოლოოდ, შესრულებული დავალების პლატფორმაზე ატვირთვა;
  6. პლატფორმაზე შესვლა სტუდენტს შეეძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
  7. პლატფორმაზე ფიქსირდება სტუდენტის ნებისმიერი აქტივობა;
  8. პლატფორმაზე მოქმედებს ფორუმი, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, დასვას შეკითხვა, რომელსაც გაეცემა პასუხი;
  9. სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინდივიდუალურ გვერდზე (სტუდენტის ინდივიდუალური ელექტრონული უწყისი) შესაბამისი ქულების ასახვა მოხდება სასწავლო პროცესის სრულად განახლების შემდეგ, პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მე-2 სემესტრის განმავლობაში.
ელექტრონული კომპონენტებით სწავლის სპეციალურ პლატფორმაზე ინტეგრირებისა და პლატფორმით სარგებლობის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი, დამატებით, ვიდეორგოლების სახითაც გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.