მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა 

Best Global Universities Rankings 2020-ის რეიტინგში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 113 პოზიციით დაწინაურდა და 322-ე ადგილს ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ინაწილებს. პირველი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის;

ასევე, დარგობრივი რანჟირებით თსუ-მ ფიზიკის მიმართულებით 22 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი და 256-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში თსუ ყველა უნგრულ და რუმინულ უნივერსიტეტზე წინ დგას და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტზე უკეთეს პოზიციას იკავებს;

რანჟირება 13 კრიტერიუმის მიხედვით ავლენს მსოფლიოს 1500 საუკეთესო კვლევით უნივერსიტეტს 81 ქვეყანაში.

კავკასიის რეგიონიდან კრიტერიუმები მხოლოდ თსუ-მ დააკმაყოფილა, ხოლო მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის პოსტ-საბჭოთა სივრციდან, თსუ-ის გარდა, მხოლოდ ორი – ტარტუს უნივერსიტეტი და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

U.S.News&World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. რეიტინგების შედგენისას უნივერსიტეტები ფასდებიან აკადემიური და კვლევითი საქმიანობის და გლობალური / რეგიონული რეპუტაციის მიხედვით, ასევე ითვალისწინებენ პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ხარისხს და ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეფასდა თსუ-ს საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.