ეროვნული მუზეუმი მსურველებს ვირტუალურ ტურს სთავაზობს

როგორც ვიცით ყველა საგამოფენო სივრცე დახურულია, თუმცა შეგიძლიათ ვირტუალურად ეწვიოთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეროვნულმ მუზეუმმა გაავრცელა.

„მუზეუმის 360°-იანი გამოფენების საშულებით, გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას – გაეცანით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშებს, „პირველ ევროპელებს“, საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ხანგრძლივ ისტორიას, წინაქრისტიანულ და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშებს, კავკასიის ბიომრავალფეროვნებას, ღვინის ისტორიას, ქართულ კოსტიუმს, იარაღსა და მუზეუმში დაცულ, ჩვენი ქვეყნის ბუნებისა და ისტორიის ამსახველ სხვა უნიკალურ კოლექციებს.

გარდა ვირტუალური ტურებისა, ეროვნული მუზეუმის სოციალური მედიის არხებით – Facebook, Instagram, YouTube, Twitter, Issuu – გიზიარებთ მუზეუმის მრავალფეროვან კოლექციას, საარქივო მასალებს, სტატიებსა და ონლაინ ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, – აცხადებს მუზეუმის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.