ბედნიერების ინდექსში საქართველო 117-ე ადგილს იკავებს 

გაერომ გამოაქვეყნა მსოფლიო ბედნიერების 2020 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველო 153 ქვეყანას შორის 117-ე ადგილს იკავებს. 2019 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ორი ქულით გაუმჯობესდა, თუმცა შარშანდელ ნუსხაში 156 ქვეყანა შედიოდა.

ქვეყნების რიგითობა რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს, ცხოვრების ხანგრძლივობას, თავისუფლებას, გულუხვობას, სოციალურ მხარდაჭერასა და კორუფციის დონეს.

ახალ კვლევაში საქართველოს მეზობელი ქვეყნები ისევ უსწრებენ. რეიტინგის მიხედვით, რუსეთი 73-ე, თურქეთი 93-ე, აზერბაიჯანი 89-ე, ხოლო სომხეთი 116-ე ადგილზეა.

რაც შეეხება სიის პირველ ათეულს, ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია. მას მოსდევს დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ლუქსემბურგი.

წყარო: City.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.