“მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევ…”

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინე უგრეხელიძის პოსტი, რომელიც არცერთ თქვენგანს დატოვებს გულგრილს.

„რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია… ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო? –  მკითხა ტაქსის მძღოლმა… კი-მეთქი, ვუპასუხე… მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო…

შუა ხნის მამაკაცი იყო… გული ისე ამიჩუყდა… მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა… საოცარი… აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ, ალბათ ამდენი გაჭირვება… ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები