საფრანგეთში ვადაგასულ ვიზებს ვადა ავტომატურად, 3 თვით უხანგრძლივდებათ 

მათ ვინც საფრანგეთში იმყოფება და შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ ნებისმიერი სახის დოკუმენტზე ვადა ეწურება, 3 თვის განმავლობაში შეუძლია, მშვიდად იყოს. ე.წ ტიტრ-სეჟურზე და ვიზაზე ვადა ავტომატურად, პრეფექტურაში მისვლის გარეშე 3 თვით გახანგრძლივდება და ექნება შესაბამისი ლეგიტიმაცია –  ინფორმაციას ფრანგული გამოცემა, HUFFPOST ავრცელებს.

ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე და არ მოიცავს შენგენის ზონას, შესაბამისად, ვადაგასული დოკუმენტი ლეგალურად მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩაითვლება.

ცვლილება ძალაში 16 მარტიდან შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები