“პანიკა მხოლოდ ფეისბუქზეა – ქუჩაში ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება”

ფესიბუქს გარეთ ცხოვრება არც ისე საპანიკოა” – ჟურნალისტი ქეთი მიქაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

“მოკლედ, ამ დილით ქუჩაში ვიყავი,მაღაზიაშიც და დავრწმუნდი, რომ პანიკა მხოლოდ ფეისბუქზეა-  ქუჩაში ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება და უფრო რაღაცნაირი თბილი გახდა – ადამიანები ერთმანეთს უღიმიან და თავს უკრავენ, მაღაზიაში დახლები სავსეა, “მარშუტკაც“დადის, ავტობუსიც და ტაქსების ცვენაა. ასე რომ, ფეისბუქის გარეთ ცხოვრება არც ისე საპანიკოა – ნუ, თუ აფთიაქში არ გაქვს საქმე –  სხვა მაღაზიაში აქციებიც არის და საკმაოდ კარგი ფასდაკლებაა – უბრალოდ დავინახოთ კარგიც და ამ ფეისბუქზეც კარგი ამბები ვწეროთ – კორონაც სულ მალე დამარცხდება – დღეს მეორე გამოჯანმრთელებული გვყავს” – წერს ქეთი მიქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.