“ახლა სახლში წასვლაზე ნუღა ფიქრობთ, ჯობია აქ დავეხმაროთ ერთმანეთს”

ქართველი ემიგრანტის ირმა ბელქანიას მიმართვა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

არ შემიძლია ეს დიდი ქვეყანა არ შევაფასო. დიდი იმიტომ კი არა, რომ 70 მილიონი ცხოვრობს, ათასობით ემიგრანტს იფარებს თავის ფრთის ქვეშ… მედიცინა – ოპერაციები უფასო, სწავლა უფასო, რა თქმა უნდა. მე უსაბუთო ემიგრანტებზე ვსაუბრობ. ხალხი, რომელიც პანიკას არასდროს ყვება, პირიქით ამხნევებენ ერთმანეთს, პოლიცია, ჟურნალისტიკა ხო საერთოდ შედარება არ შეიძლება სხვა ქვეყნებთან. პატრონები თვითონ მიდიან და  უგზავნიან ფულს საქართველოში მათ, ვინც ვერ გამოდიან. უთბილესი ხალხი. მინდა მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი. ამ ერს არ შეუძლია სახლში ჯდომა, არიან ზედმიწევნით კომფორტულები, ძნელია იტალიელმა ყავა და კორნეტო ბარში არ დალიოს. თავს იკავებენ, მაგრამ მათთვის ეს ძალიან ძნელია. მე, როგორც  საქართველოს რიგით მოქალაქეს, მეამაყება ეს ერი. გამაგრდი იტალია ჩვენც  თქვენს გვერდით ვართ…

ვიმუშავებთ გამოუსვლელად ოღონდ დალაგდეს ეს სიტუაცია. და მათ ვისაც მართლა სპაგეტის ფული არ აქვს დაგვიკავშირდეს, დავეხმარებით. ახლა სახლში წასვლაზე ნუღა ფიქრობთ, ჯობია აქ დავეხმაროთ ერთმანეთს. მადლობა გოგოებს, რომლებიც რეკავენ და მეუბნებიან – ირმა ბინის გოგოებისთვის გიგზავნით 50 ევროს, ჩემს სახელზე იყიდონ სპეზაო. ფატი შენ იყავი პირველი, მადლობა,  მოგბაძა გულნაზიმ, მაიამ, ეკა ნაქევხიშვილი მადლობა…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.