ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 40 კაკაბი გაუშვეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში, პოპულაციის აღდგენის მიზნით, 40 ფთა ადგილობრივი სახეობის კაკაბი გაუშვა.
ღონისძიების მიზანია საქართველოს ფაუნის, იშვიათი და მოწყვლადი სახეობების ბუნებაში აღდგენა. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნებაში გაშვებული ფრინველების მეთვალყურეობის მიზნით, ვიდეოხაფანგებს დაამონტაჟებს.
ამ ეტაპზე სააგენტოში ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 500-მდე კოლხური ხოხბის ოჯახი, 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.