“ბავშვები უკრავენ ბავშვებისთვის” – საქველმოქმედო კონცერტი გერმანიაში გაიმართება 

15 მარტს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ბეთჰოვენის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი  საქველმოქმედო ეგიდით “ბავშვები უკრავენ ბავშვებისათვის” გაიმართება.  

ბეთჰოვენის სონეტების საღამოზე, რომლის ორგანიზატორიც ქართველ მუსიკოსთა გაერთიანებაა (Art Musik Georgia) ,  2 ქართველი შემსრულებელი –  ელისაბეტ ნამჩევაძე და ლიზა მეიფარიანი დაუკრავს.

ქართველ მუსიკოსთა გაერთიანება გერმანიაში, ასევე მუსიკოსის, ანა ნანუაშვილის ინიციატივით 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ბევრი საინტერესო და მასშტაბური პროექტი შესთავაზა ხელოვნების მოყვარულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.