,,საქართველო და გერმანია – ხანგრძლივი სიყვარული,, – საღამოს ფრანკფურტმა უმასპინძლა

10 მარტს მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ქართული დიასპორული გაერთიანების ,,გეორგიკას,, ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,საქართველო და გერმანია – ხანგრძლივი სიყვარული,, გაიმართა. საღამოს ფარგლებში შუა საუკუნეებიდან დღემდე არსებული ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ კონფერენცია ჩატარდა. 

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში, ლევან დიასამიძემ, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა. თამარა კირსკე-ერენაშვილის მოხსენება  კი  შეეხებოდა გერმანულ-ქართული ურთიერთობებს 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.

“ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. გერმანელები იქ დაახლოებით 200 წლის წინ დასახლდნენ. ბერლინი კი ხშირად თავშესაფარი იყო ქართველი ინტელექტუალებისა და პოლიტიკოსებისათვის 1920-იან წლებში. აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ორი ქვეყნის ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია” – ამბობენ საღამოს ორგანიზატორები.

საღამო მუსიკალურად გააფორმა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ეკატერინე კინწურაშვილმა, რომელმაც ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელისა და ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებები შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები